ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალფორეთში გზა ჩაინგრა. ადგილობრივებს გადაადგილება რისკის ფასად უწევთ და დახმარებას ითხოვენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლებამ ამ მონაკვეთზე ბეტონის გზა რამდენიმე წლის წინ დააგო, თუმცა სანიაღვრეები არ მოაწყო, რამაც მათივე თქმით, წვიმების შედეგად ზედაპირის დეფორმირება და ჩანგრევა გამოიწვია.
"სოფელს არ ჰყავს პატრონი, არც ვიცით ადგილობრივი დეპუტატი, არც ვიცით რაიონის დეპუტატი ვინაა, არ ვიცით რაიონის ხელმძღვანელობა ვინ არის. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ეს ერთი კი არაა, ასეთი არის მრავალი. არ აქვს სანიაღვრეები, არ აქვს არავითარი დამცავი საშუალება. მეორე უბანში სასაფლაო გვენგრევა. წელიწადზე მეტია არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. მოვითხოვეთ რამდენიმეჯერ, არავინ არაფერს არ გვიკეთებს," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.