"ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას აშშ-სთან პირდაპირი ფრენების განხორციელების სურვილი არ აქვს

გამოქვეყნდა:

"ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელი, გიორგი კოდუა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს სურვილი, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყოს. ის იხსენებს ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, მის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილთან და კომპანიისა და საელჩოს წარმომადგენლებს შორის - კერძოდ მაშინდელი ელჩისა და ეკონომიკური ატაშეს შეხვედრას. 

ბიზნესმენი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ მის კომპანიას ამერიკაში პირდაპირი ფრენების დაწყების სურვილი აქვს, თუმცა მთავრობის დახმარების იმედი არა. მას ხელისუფლების წარმომადგენლებმა  პირად საუბრებში უთხრეს, რომ ამერიკაში ფრენების დაწყებისგან დროებით თავი უნდა შეეკავებინა. იმ ფონზე, რომ საქართველომ ოკუპანტ რუსეთთან ფრენები უმოკლეს დროში აღადგინა, კოდუა ამბობს, რომ ამერიკასთან ფრენების დასაწყებად ქართულ მხარეს, როგორც მინიმუმ, განაცხადი მაინც უნდა გაეგზავნა.

"მოლაპარაკება იყო და მზაობა გამოხატა ამერიკის მხარემ, დაუდასტურა საელჩომ რომ მიესალმებიან ეარ ჯორჯიას, რომ რეისები განახორციელონ ამერიკაში, რის შედეგადაც მივიღეთ ჩვენ ავიაკომპანიამ და საელჩომ როგორც მისალმება, მაგრამ ეს იქნებოდა დროში გაწელილი. აქ ჩვენ შევეჯახეთ ბიუროკრატიულ პრობლემებს. პოლიტიკურად არ აწყობთ რეისის გაკეთება თუ რა, შეიძლება ბევრი რამე ვიმარჩიელოთ, მაგრამ ზუსტად პასუხი ამაზე არ მაქვს", - ამბობს კოდუა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი