
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოს ცნობით, სენაკზე მუსიკალური კლიპის გადასაღებად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 89 680 ლარი დაიხარჯება. კლიპის მუსიკალურ ნაწილში ძირითადად ტელეკომპანია "იმედის" "ღამის შოუს" წარმომადგენლები მონაწილეობენ.
კლიპის მუსიკალური მხარის ხარჯები - სულ 28 000 ლარი - ასე ნაწილდება:
მუნიციპალიტეტმა კლიპის გადაღების მომსახურება 2023 წლის 25 დეკემბერს გამარტივებული წესით შპს "20 Steps Production"-ისგან შეისყიდა, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი ვლადიმერ კაჭარავაა.
"კომპანია მხოლოდ გამარტივებულ შესყიდვებს იღებს. მას დღემდე 923 872 ლარის ჯამური ღირებულების 7 გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული. აქედან, 710 640 ლარის ღირებულების 4 ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთან 2020-2022 წლებში გააფორმა", - წერს ორგანიზაცია.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიაჩნია, რომ მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვა კონკურენციის არსებობას გამორიცხავს და კორუფციულ რისკებს ზრდის.
ორგანიზაცია მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, გამოიძიოს ამ გამარტივებული შესყიდვის მიზანშეწონილობა; ასევე მოუწოდებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, უფრო მკაცრად მოეკიდოს პირდაპირი შესყიდვებისთვის თანხმობის გაცემის საკითხს