ბოლო 10 დღეში გეოლოგების ჯგუფებმა მუნიციპალიტეტებში 171 ოჯახი შეაფასეს, გაიცა რეკომენდაციები | სააგენტო

გამოქვეყნდა:

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბოლო 10 დღის განმავლობაში მათი სპეციალისტების 6 ჯგუფი რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში - კერძოდ, ონის, ამბროლაურის, ცაგერის ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის, ხონის, ადიგენის, ბორჯომის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა.

სააგენტო ამბობს, რომ გეოლოგების ჯგუფების მიერ, საველე კვლევების პროცესში შეფასებული იქნა, როგორც მოქალაქეების საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები, ასევე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

"აღნიშნულ პერიოდში გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 171 ოჯახი და 34 ინფრასტრუქტურული ობიექტი. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები", - წერია განცხადებაში.

მათივე ცნობი, ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს თოვლის დნობის პროცესი, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა მასშტაბის სტიქიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი