
გარემოს დამცველები და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატები, მინერალური რესურსების სააგენტოსაგან გურიაში ლიცენზიების გაცემის შეჩერებას მოითხოვენ. ისინი დღეს სოფელ ბაილეთში შეიკრიბნენ და ინერტული მასალების მოპოვებისთვის უკონტროლო პროცესი გააპროტესტეს.
გარემოს დამცველების თქმით, გურიაში სტიქიური უბედურებიდან რამდენიმე თვეში მინერალური რესურსების სააგენტომ ჩოხატაურში, ლანჩხუთსა და ოზურგეთში ინერტული მასალების მოპოვებისთვის ათზე მეტი ლიცენზია გასცა. მათი თქმით, სწორედ ეს უკანონობაა ერთ-ერთი მიზეზი, რამაც მეწყრული პროცესები გამოიწვია და ათობით ოჯახი უსახლკაროდ დატოვა.