
ბათუმში, ფოთის შემდეგ, საკონტეინერო გადასახადი წესდება. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გადასახადი 29 თებერვლიდან ამოქმედდება.
თითოეული დატვირთული კონტეინერი სახელმწიფოს მხრიდან 30 ლარით დაიბეგრება. ახალი გადასახადით მობილიზებული თანხები ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შევა.
"აღვნიშნავთ, რომ 2024 წლის 1 თებერვლიდან ძალაში შევიდა "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონი, რომლითაც ადგილობრივი მოსაკრებლის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა საკონტეინერო მოსაკრებელი. აღნიშნული ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელია საქონლის გადამზიდავი, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი/საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი." - წერია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადამზიდავი ვალდებულია, მოსაკრებელი გადაიხადოს:
მოსაკრებლის გადახდის შესახებ ინფორმაცია სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს უნდა მიეწოდოს მასთან შეთანხმებული ფორმითა და წესით.
გადამზიდავი თავისუფლდება მოსაკრებლის გადახდისგან იმ კონტეინერისთვის, რომლითაც:
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300693195