The Insider: რუსეთიდან საქართველოში გამოქცეული ძებნილი თბილისიდან გაიტაცეს და რუსეთში ძალის გამოყენებით დააბრუნეს

გამოქვეყნდა:

რუსეთიდან საქართველოში გამოქცეული ილკინა მელიკოვი თბილისიდან გაიტაცეს და რუსეთში ძალის გამოყენებით დააბრუნეს - ამის შესახებ The Insider თავად მელიკოვზე დაყრდნობით წერს, რომელმაც წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ამბავი გამოცემა "ვოტ ტაკ"-ს მოუყვა. გამოცემა წერს და აღნიშნავს, რომ ქალაქ ნიჟნევარტოვსკის მცხოვრებს აიძულეს, ხელი მოეწერა დოკუმენტზე, სადაც ეწერა, რომ მან საზღვარი თავისი სურვილით გადალახა.

მელიკოვი ამბობს, რომ თბილისიდან, სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფმა ადამიანებმა, 2022 წლის აპრილში გაიტაცეს, ვლადიკავკაზში გადაიყვანეს, სადაც 10 დღით საპატიმროში მოათავსეს, შემდეგ კი ნიჟნევარტოვსკის იზოლატორში წაიყვანეს.

გამოცემის ინფორმაციით, 2019 წლის ნოემბერში, მელიკოვის წინააღმდეგ რუსეთში ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ძებნაში გამოაცხადეს. ამის შემდეგ ის ნიჟნევარტოვსკში დააკავეს და მოწმის სახით დაკითხეს. ამბობს, რომ პოლიციამ მას სცემა და დაემუქრა, რომ ნარკოტიკებს ჩაუდებდნენ. თუმცა, საბოლოოდ ის გაათავისუფლეს. აქედან 1 თვეში კი რუსეთი დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი