თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბი იყო | არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები და დაკავებულები

გამოქვეყნდა:

თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე, რესტორანში, "სტუმარი და მასპინძელი", ჩხუბი იყო. 

თვითმხილველების ინფორმაციით, სიტყვიერი შელაპარაკება ჯერ რესტორნის შიდა ტერიტორიაზე დაიწყო, შემდეგ კი გარეთ გადმოინაცვლა, სადაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

როგორც თვითმხილველის მიერ მოწოდებულ ვიდეომასალაში ჩანს, ფიზიკურ დაპირისპირებაში არაერთი პირი მონაწილეობდა.

თვითმხილველების ცნობითვე, დაპირისპირების შედეგად პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ასევე, ჩხუბის შედეგად, სავარაუდოდ, დაშავებულებიც არიან - ადგილზე იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები. თუმცა, ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია და დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასწრაფო დახმარების ცენტრში ვარკვევთ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი