ბათუმში, მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნდა:

"აჭარა თაიმსის" ინფორმაციით, ბათუმში, შარტავას ქუჩაზე ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.

გამოცემა წერს, რომ შეჯახებისას კიდევ ორი ავტომობილი დაზიანდა. როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და დაწყებულია გამოძიება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი