"მეოთხე წელია, ბავშვებს სკოლა არ აქვთ" | სამტრედიაში მშობლებმა აქცია გამართეს და სკოლის მშენებლობა მოითხოვეს

გამოქვეყნდა:

სამტრედიაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ყოფილი მე-4 საჯარო სკოლის მშობლებმა აქცია გამართეს. ისინი საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობის დაწყებას ითხოვენ.

მშობლები განმარტავენ, რომ 4 წლის წინ ავარიული სკოლა იმ პირობით დაანგრიეს, რომ მის ადგილას, 2 წელიწადში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო დაწესებულება იქნებოდა. თუმცა, დაპირება არ შესრულებულა და ადგილზე სამუშაოები არ დაწყებულა. ბავშვებს ამ დრომდე სხვა სკოლაში უწევთ სიარული. 

"მეოთხე წელია, რაც ბავშვებს სკოლა არ აქვთ და გვპირდებიან 4 წლის განმავლობაში, რომ აქ სკოლა უნდა აშენდეს, მაგრამ ხედავთ რაც არის აშენებული. ვითხოვთ, რომ შეგვხვდეს განათლების მინისტრი, პრემიერმინისტრი, რომ გაგვაგებინონ ბოლოს და ბოლოს სკოლა როდის უნდა გვეღირსოს," - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

აქციაზე იმყოფებოდა სამტრედიის მერიც, რომელმაც თქვა, რომ პერიმეტრის მიმდებარედ ბეტონის ჯიხურია, რომლის მეპატრონესთანაც სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. მისი თქმით, მშენებლობა სასამართლო დავის დასრულების შემდეგ დაიწყება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი