სკოლის ახალი შენობის ნაცვლად დაუსრულებელი მოლოდინი და ხარისხიანი განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვები. სამტრედიის მე-4 საჯარო სკოლის ისტორიული შენობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაანგრია, ახლის მშენებლობა კი არც კი დაწყებულა. სამტრედიის მერს არ აქვს კონკრეტული პასუხი როდის განხორციელდება პროექტი, რომელსაც ასობით ბავშვი ელოდება. მერიამ ნაგებობის დემონტაჟის შემდგომ გაარკვია რომ მშენებლობას გვერდით მდებარე კონსტრუქცია უშლის ხელს, დავა კი მის მფლობელთან სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.