
ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ხანძარია - ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. მათივე ცნობით, ცეცხლი ბალახს და ხე-მცენარეებს უკიდია. ცეცხლი მიუახლოვდა დასახლებულ პუნქტს და რკინიგზასაც.
როგორც გამოცემა წერს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები, თუმცა სახანძრო მანქანები ჯერ-ჯერობით, ცეცხლმოკიდებულ ადგილებს ვერ უახლოვდებიან.
ფოტო: ბათუმელები