მეუფე გერასიმეს სასიყვარულო მიმოწერა და საქმეში ჩართული კანონიერი ქურდები

გამოქვეყნდა:

ამბავი, რომელზეც მეუფე გერასიმე არ გვპასუხობს, ზუგდიდში ბევრმა იცის. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტს სულიერი შვილის ოჯახთან კონფლიქტის მოსაგვარებლად კანონიერი ქურდებისა და სპორტსმენების ჩარევა დასჭირდა. დაპირისპირების მიზეზი ერთი ვერსიით სასიყვარულო მიმოწერა, მეორე ვერსიით კი ფული გახდა. 

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მეუფე გერასიმეს წერილების შესახებ ქალის ოჯახმა შეიტყო, მეუფეს მუქარა შეუთვალეს, რომ ამხელდნენ. სწორედ ამის შემდეგ, ოჯახში ე.წ. კანონიერი ქურდის ირაკლი ყალიჩავას სახელით მიგზავნილი სპორტსმენები მივიდნენ. რესპონდნეტის თქმით, მოლაპარაკებაზე მისული მამაკაცებისგან გაირკვა, რომ მეუფემ საქმეში კანონიერი ქურდი ჩართო.

მეორე ვერსიით, რომელსაც ოჯახი ადასტურებს, მეუფე გერასიმესა და ქალს შორის მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა იყო. წლების მანძილზე ისინი ნაშრომზე მუშაობდნენ, შვიდწლიანი შრომის საფასური ქალს, როგორც ამბობს, მისივე სურვილით არ მიუღია, თუმცა როცა საქმე წიგნის გამოცემასა და მის რეალიზებაზე მიდგა, მეუფემ ამისთვის თანხის გამოყოფაზე უარი თქვა. ქალი, რომელიც ნაშრომზე მუშაობდა, ამბობს, რომ საქმეს შვიდი წელი უანგაროდ ეწეოდა, თუმცა ადასტურებს, რომ 3000-გვერდიანი წიგნის გამოსაცემად ეპარქიას ფინანსები არ აღმოაჩნდა.  

ოჯახი ახლა მიმოწერის შესახებ აღარ საუბრობს და იმასაც უარყოფენ, რომ გაჩუმების სანაცვლოდ 50 ათასს დაჰპირდნენ. ქალი, რომლის ვინაობასაც არ ვასახელებთ, ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ მეუფე მას მონასტერში გადასვლის შესახებ ესაუბრებოდა, თუმცა ამაში განსაკუთრებული არაფერი დაუნახავთ. 

მიმოწერაზე, ფულსა და კანონიერ ქურდებზე დასმული კითხვა არც თავად მეუფე გერასიმეს აკვირვებს. თუმცა ის არაფერს უარყოფს..

ოჯახური კონფლიქტის მიზეზსა და საქმეში კანონიერი ქურდების ჩართვის შესახებ ინფორმაცია ზუგდიდში ყველამ იცის. თავად სპორტსმენი ბაჩუკი ფარცვანია ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს, ირაკლი ყალიჩავასთან მეგობრობის შესახებ დასმულ კითხვას კი არ პასუხობს.

რა გახდა ოჯახის გაჩუმების მიზეზი, დაპირებული ფული თუ ის ფაქტი, რომ მეუფისგან მიგზავნილმა კანონიერმა ქურდმა ოჯახის წევრები დააშინა, ამაზე მეზობლები ვერ საუბრობენ. ფიქრობენ, რომ მიზეზი, რის გამოც ახლა ოჯახმა მეუფის მხილება გადადო, საქმეში მიტროპოლიტთან დაახლოებული შავი სამყაროს წევრების ჩართვაა, რომლებმაც სასულიერო პირს საქმე წარმატებულად მოუგვარეს. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი