
სახელმწიფოსგან მიტოვებული, გაღარიბებული პენსიონერები ბანკების პირისპირ მარტო არიან. სქემა, რომელიც უკვე წლებია მუშაობს და პრობლემები, რომელიც პენსიონერებს ივანიშვილის ვერცერთმა პრემიერმინისტრმა, არაერთი დაპირების მიუხედავად ვერ გადაჭრა. ქვეყნის ყველაზე მოწყვლადი ფენა, პენსიონერები ყვებიან, რომ ბანკები წლების განმავლობაში არარეალურ პროცენტში გასცემენ საპენსიო სესხებს ; პირობები კი - კაბალურია. რაც მათ კიდევ უფრო აღარიბებს და ხშირად ულუკმაპუროდ და აუცილებელი მედიკამენტების გარეშე დატოვებს. "ოცნების" ახალდანიშნულმა პრემიერმინისტრმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, რამდენიმე დღის წინ დაპირება გასცა, რომ 150 ათასი საპენსიო სესხის განაკვეთი 26 %-მდე დაიწევს. თუმცა პენსიონერები ამბობენ რომ ეს გამოსავალი არ არის და პრობლემა პრობლემად ისევ რჩება.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი