ოზურგეთელი პენსიონერი საკუთარი მიწის ნაკვეთისთვის იბრძვის | ტერიტორიის მითვისებაში ნათია თურნავას შვილი ფიგურირებს

გამოქვეყნდა:

"ოცნებასა" და მასთან დაახლოებული პირების თვითნებობა. პენსიონერ ქალს 2,5 ჰექტარის მიწის ნაკვეთი ერთ დღესაც თვითნებურად მითვისებული დახვდა. ოზურგეთელმა ელენე მახარაძემ სასამართლოში დავა დაიწყო, თუმცა კომპანიის დირექტორები აქეთ ემუქრებოდნენ და კუთვნილ მიწის ნაკვეთის შემოსაზღვრას უკრძალავდნენ. ელენე მახარაძემ 2,5 ჰექტარი მიწა მთისპირის ბენტონიტური თიხის საბადოს  სიახლოვეს, წლების წინ იყიდა. რამდენიმე თვეში როდესაც კუთვნილ ნაკვეთს მიაკითხა, აღმოაჩინა რომ მისი ადგილი სხვებს ჰქონდათ დასაკუთრებული და მიწას თიხის კარიერის ნარჩენების დასაყრელად იყენებდნენ. მიწის თვითნებურად მითვისების საქმეში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას შვილი, ირაკლი ვეშაპიძე ფიგურირებს, რომელიც იმ დროს „ასკანგელ ბენტონიტი“ და მასთან დაკავშირებული კიდევ ორი კომპანიის გენერალური დირექტორი იყო. 

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი