მამა - შვილი ერთმანეთთან ქონებასა და ბიზნესს ვერ იყოფენ. 73 წლის პენსიონერი შვილს ძარცვაში ადანაშაულებს და ქონების დაბრუნებისთვის ბრძოლას სასამართლოში აგრძელებს. რობინზონ მაჭარაშვილი ამტკიცებს რომ საკუთარმა შვილმა სახლები, მიწის ნაკვეთები, მანქანები, ნახევარი მილიონი დოლარი ანგარიშებიდან და ბიზნესი, თაღლითობის გზით მიისაკუთრა და ადვოკატების დახმარებით გადაიფორმა. მამა ამბობს, რომ ქონების მითვისების ოპერაცია იმ დროს დაიწყო, როდესაც 2022 წლის ზაფხულში თავის ტვინის ინფარქტი მიიღო და მოძრაობისა და მეტყველების უნარი დაკარგა. როგორ ყალბდებოდა დოკუმენტები და მინდობილობები, ვინ იდგნენ თაღლითური სქემის უკან, ოჯახურ დავაზე გამოძიება უკვე თვეებია მიმდინარეობს, თუმცა პენსიონერს კაცს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს.