თერჯოლაში, მდინარე ძუსაში მაშველების მიერ გადარჩენილი ერთადერთი პირი კლინიკა "იმერმედშია" მოთავსებული. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დამატებით დეტალებზე ამ დროისათვის არ საუბრობენ.
შეგახსენებთ, ტრაგედია თერჯოლის მუნიციპალიტეტში დღეს საღამოს დატრიალდა. მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. თავდაპირველად, სამწვერას ჩანჩქერის დასათვალიერებლად წასულებიდან ერთს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა, მის გადასარჩენად მდინარეში ოთხი ადამიანი გადახტა, თუმცა მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს.