რატომ ჩაიშალა თბილისში დაგეგმილი პუტინის ფონდის "საერთაშორისო კონფერენცია" | სასტუმრო "პულმან თბილისი აქსის თაუერსის" განცხადება

გამოქვეყნდა:

თბილისში დაგეგმილი პუტინის ფონდის "საერთაშორისო კონფერენცია" ჩაიშალა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად კონფერენციის ორგანიზატორებმა გაავრცელეს. თუმცა, დეტალებზე ჯერჯერობით არ უსაუბრიათ. 

როგორც აღმოჩნდა, კონფერენციის ჩატარება Pullman Tbilisi Axis Towers-ში იგეგმებოდა. სასტუმრო ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ მისი გაუქმების გადაწყვეტილება მათმა მენეჯმენტმა მიიღო.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ მას შემდეგ რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა დამატებითი ინფორმაცია კონფერენცია OpenTalks.AI შესახებ, სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ღონისძიება აღარ ჩატარდეს სასტუმროს ტერიტორიაზე.

გადაწყვეტილება კონფერენციის OpenTalks.AI-ში გაუქმების შესახებ, მიუხედავად პოტენციური ფინანსური შედეგებისა, ხაზს უსვამს პულმანის ერთგულებასა და ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამშრომლობისა და ღირებულებების პრინციპებისადმი.

სასტუმრო ყოველთვის ღიაა უმასპინძლოს ნებისმიერი სახის ღონისძიებას, რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიურობას და ქმნის უსაფრთხო და სტუმართმოყვარე გარემოს",  -  ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია Сколково თბილისში "საერთაშორისო კონფერენციის" ჩატარებას 6-7 მარტს გეგმავდა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ მეტი დეტალი ორშაბათს გახდება ცნობილი. უცნობია, აპირებენ თუ არა ისინი კონფერენციის სხვა სასტუმროში ჩატარებას.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი