
საპროტესტო აქცია ზუგდიდში - უკვე მეორე დღეა სოფელ ნაწულუკუს მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები რუხის საავადმყოფოდან მეტადონის პროგრამის ცენტრის სოფელში გადატანას აპროტესტებენ.
როგორც აქციის მონაწილეები ყვებიან, პროგრამის ყველა ბენეფიციარი მანქანას მართავს და ისინი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებიან, რაც საფრთხეს სკოლისა და ბაღის მოსწავლეებს უქმნის. მათი თქმით, სასწავლო დაწესებულებები მეტადონის ცენტრის ახლოს მდებარეობს.