
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლი დასრულდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
შემთხვევის ადგილას სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.
“მთავარ არხს” შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.