ქობულეთში, ქალი ხიდიდან გადავარდა

გამოქვეყნდა:

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ტურისტი ხიდიდან გადავარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, იგი თაღოვან ხიდზე ველოსიპედით სეირნობდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქობულეთის "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, 40 წლის ქალს მრავლობითი დაზიანება აქვს და ამ წუთებში, გამოკვლევები უტარდება.

დაშავებული ბელარუსის მოქალაქეა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი