ჯონ სტეინბეკი საქართველოში | ნობელიანტი მწერლის "რუსული დღიურები" და კავშირები ამერიკელ ავტორებთან - გვანცა სუთიძის რუბრიკა

გამოქვეყნდა:

ნობელიანტი ამერიკელი მწერლის, ჯონ სტაინბეკის "რუსული დღიურები" საბჭოთა კავშირში თითქმის 4 ათეული წელი აკრძალული იყო. არადა, დოკუმენტური ნაწარმოები სწორედ მეორე მსოფლიოს ომის შემდგომ საბჭოეთზე მოგვითხრობს, და ავტორიც, რომელსაც მაშინდელი კომუნისტური ცენზურა მეგობარ მწერლად მიიჩნევდა, უშუალოდ ეცნობოდა რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს ყოველდღიურობას.

საქართველოს სულ 2 თავი ეთმობა, მაგრამ იმდენად აშკარაა ავტორის აღფრთოვანება ამ ქვეყნით და იმდენად თვალშისაცემია კონტრასტი ქართველებსა და ტიპურ საბჭოთა მოქალაქეს შორის, რომლის შექმნასაც საბჭოთა იდეოლოგია ცდილობდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნაწარმოების აკრძალვის მიზეზი სწორედ ეს ორი თავი გახდა.

მოგზაურობა 1948 წელს შედგა, რა დროსაც სტაინბეკს თან ახლდა ლეგენდარული ფოტოგრაფი, რობერტ კაპა, რომელმაც 40 წლების თბილისი უიშვიათესი კადრები შემოუანახა მატიანეს. მოგზაურობის მიწურულს კაპას საბჭოთა ცენზურამ 4000 ფოტოს ნეგატივი ჩამოართვა, და გარკვეული პერიოდის შემდეგ მხოლოდ ნაწილი დაუბრუნა ავტორს. მაგრამ მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, დოკუმენტური მასალის ორგანული ნაწილი მაინც გადარჩა, ისევე როგორც გაიბა კავშირის პირველი ძაფები ქართველ და ამერიკელ ავტორებს შორის.

ავტორი: გვანცა სუთიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი