თერჯოლაში მომხდარი უბედური შემთხვევისას გადარჩენილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

გამოქვეყნდა:

თერჯოლაში, სოფელ ზედა საზანოში მომხდარი უბედური შემთხვევისას გადარჩენილი ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.  

"ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და გაეწერა ბინაში. ჰიპოთერმია და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა [აღენიშნებოდა]", - ამბობს ექიმი სოფო ბუსკივაძე.

შეგახსენებთ, რომ მდინარე ძუსაში შაბათს 4 ადამიანი დაიხრჩო. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ე.წ. ქადაგიძის რაფის ჩანჩქერის მოსანახულებლად რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთ მათგანს ქვაზე ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. დახმარების მიზნით, მდინარეში მისი თანმხლები პირებიც ჩავიდნენ. სანაპიროზე დარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელმაც 112-ში დარეკა. მაშველებმა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიების შედეგად,  მხოლოდ ერთი პირის გადარჩენა შეძლეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი