პოსტიდან გადაყენებულ მინისტრს იერიში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებზე მიაქვს. ზურაბ აზარაშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და საქართველოში მოღვაწე ონკოლოგებს დანაშულებრივ სქემებში ადანაშულებს.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი პირდაპირ აცხადებს, რომ ექიმებს საეჭვო ქვეყნებიდან არალეგალურად ქვეყანაში გაურკვეველი წარმოშობის მედიკამენტები შემოაქვთ და ამ წამლებს საკუთარ პაციენტებს აძლევენ. ექსმინისტრის მტკიცებით, ჯანდაცვის სამინისტომ გამოძიების დაწყების მოთხოვნით სამართალდამცავ სტრუქტურებსაც მიმართა, თუმცა აზარაშვილს ახსნა-განმარტება არ გაუკეთებია, რატომ დუმდა ამ საკითხზე მაშინ, როცა მთავრობაში მაღალ თანამდებობას იკავებდა.