ქუთაისის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს. ამ დროისთვის, აეროპორტში ვერ ხდება ვერც მიღება და ვერც გაფრენა. დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები ამბობენ, რომ უკვე რამდენიმე საათია კვიპროსის და აბუ-დაბის ფრენები გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო.
მგზავრების თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ფრენა რამდენიმე საათის წინ უნდა შესრულებულიყო ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ, მათ საკვების ვაუჩერები დაურიგა.
მანამდე კი, ათენის რეისი დღეს, ქუთაისის ნაცვლად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ქუთაისის აეროპორტში ამბობენ, რომ მიზეზი ტექნიკური ხარვეზია, თუმცა აეროპორტის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, რა მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, შეფერხება ელექტროენერგიის შეწყვეტამ გამოიწვია.