დაპირისპირება საპატრიარქოს კარზე - მამა ანდრია ჯაღმაიძეს მიტროპოლიტის შეურაცხყოფისთვის განკვეთა ემუქრება

გამოქვეყნდა:

განკვეთა მიტროპოლიტის შეურაცხყოფისთვის - უმძიმესი სასჯელი საპატრიარქოს პრესამსახურის უფროსს მამა ანდრია ჯაღმაიძეს ემუქრება.

შაბათს ანდრია ჯაღმაიძემ ჭყოდნიდელ მღვლემთავარს, მეუფე გრიგოლის დედის გასვენებაში არაკაცი უწოდა. მღვდლის ამ ფრაზას ეკლესიაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

მამა ანდრია ჯაღმაიძის მიერ მეუფე პეტრეს შეურაცხყოფის გამო ეკლესიის შიგნით საქმის გარჩევა არ წყდება. მამა ანდრია სარიამ პირდაპირ თქვა, რომ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ზონდერი დეკანოზია.

შაბათს აგორებული სკანდალი წმინდა სინოდის სხდომამდე გაგრძელდება. დეკანოზის მიერ მღვდელმთავრის შეურაცხყოფაზე ეპისკოპოსებმა  უნდა იმსჯელონ.

ჭყონდიდის ეპარქია მათი სულიერი ლიდერის შეურაცხყოფაზე გაჩუმებას არ აპირებს.

სასულიერო პირებს შორის ღია დაპირისპირებიდან ორი დღე გავიდა, ჭყონდიდის მიტროპოლიტს მომხდარ ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა „მთავარი არხისთვის“ ცნობილია, რომ მეუფე პეტრე ცაავა სინოდის უახლოეს სხდომაზე ამ საკითხს თავად დააყენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი