
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საუბარია 141 ერთეულ ელექტრო სიგარეტზე, ასევე სხვადასხვა დასახელებისა და განსხვავებული წონის შეფუთვებში მოთავსებული 278 ცალი ელექტრო სიგარეტის სითხეებზე.
"ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, არადეკლარირებული საქონელი," - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების თქმით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ჩამოერთვათ საქონელი, ხოლო ფულადი ჯარიმის საერთო ოდენობამ 8 408 ლარი (საქონლის ღირებულების 100-%) შეადგინა.