წალენჯიხაში, ჯგალი-მუხურის კვეთაზე, ეკალ-ბარდებს ცეცხლი უკიდია

გამოქვეყნდა:

წალენჯიხაში, ჯგალი-მუხურის კვეთაზე, ეკალ-ბარდებს ცეცხლი უკიდია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. 

ცეცხლი დაახლოებით ათ ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძრის სავარაუდო მიზეზი კი მოქალაქის დაუდევრობა გახდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლიკვიდირებას ცდილობენ. როგორც მათ "მთავარი არხის" ვებგვერდს გვითხრეს, ამ ლოკაციასთან ახლოს არც დასახლებული პუნქტია და არც ტყის მასივი.

განახლება: დილის 8 საათის მონაცემებით, ცეცხლი ლიკვიდირებულია.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი