თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ აქვს | ჩამონათვალი და აღდგენის დრო

გამოქვეყნდა:

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

  • ნაძალადევის რაიონში, 06/03-ის 09:00-მდე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს: ზღვის უბნის 3 მიკროს 1, 2, 3 კვარტლებს, რომელაშვილის და რჩეულიშვილის ქუჩებს.

  • ისნის რაიონში, 06/03-ის 09:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდა: წალენჯიხის შესახვევს.

  • საბურთალოს რაიონში, 05/03 21:45-დან 06/03 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდა: პეკინის ქ. N 38, 40, 42, 44, 46, კანდელაკის ქ.N 4, ვაჟა-ფშაველას გამზ. N 1-23 (კენტებს) N 4-14 (ლუწებს). ტაშკენტის ქ. N19, 21, 23, 25, 27, 18, 20, 22. ფანჯიკიძე (ყოფილი ბუდაპეშტის) N 1, N 2-დან - 22 ის ჩათვლით (ლუწებს) და ო. ჭილაძის (ყოფილი ამბროლაურის) ქუჩებს.

  • ვაკის რაიონში, 13:30-დან 21:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდა: უჩანეიშვილის N 28-70, 39-71, და მიხეილ ქორქიას ქუჩას. აღნიშნულ გამორთვას დაემატა; კაკლების დასახლებას მთლიანად( მიხეილ ქორქია, გაზდელიანის, მაჩაბლის, ნუშის ბაღების, ბათიაშვილის, იმედაძის, კაკლების ქუჩას თავისი შესახვევებით, თბილისის, მშვიდობისა და უჩანეიშვილის ქუჩები. წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 06/03-ის 07:00-მდე.

  • მთაწმინდის რაიონში, ფუნიკულიორი 2-ის სატუმბო სადგურს შეუწყდა ელ.ენერგიის მიწოდება. წყალმომარაგების აღდგენის დროს მოგვიანებით შეგატყობინებთ. წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს: ოქროყანა „ა“ ზონა „ბ“ ზონა, თბილისის, წერეთლის, ყაზბეგის, გურამიშვილის და ჭავჭავაძის ქუჩებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი