თბილისში, რონდელის ფონდის ორგანიზებით უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენცია იმართება

გამოქვეყნდა:

"სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის" (რონდელის ფონდი) ორგანიზებით თბილისში უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენცია იმართება. მონაწილეები მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ.

როგორც  აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი აცხადებს, რომ საქართველოს რთულ სამეზობლოში უწევს ცხოვრება, სწორედ ამიტომ ეს კონფერენცია ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია. 

"მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები რონდელის ფონდის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე. დღეს აქ განვიხილავთ ისეთ საკითხებს როგორებიცაა უსაფრთხოება, დემოკრატია და გეოპოლიტიკური მეტოქეობა ასეთ რთულ რეგიონში. საქართველოს რთულ სამეზობლოში უწევს ცხოვრება, ამიტომ ეს კონფერენცია ამ მხრივაც მნიშვნელოვანია", - განაცხადა რობინ დანიგანმა.

გარდა ამისა, კონფერენციას  უცხოელი ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან, ღონისძიებას ასევე დაესწრება საქართელოში უკრაინის ელჩი.   

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი