"შენ ეს შეძელი" | მარტის მოვლენებიდან 1 წლისთავზე თსუ-სთან აქცია ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

"შენ ეს შეძელი" - 1 წელი მარტის მოვლენებიდან" -   8 მარტს, 19:00 საათზე აქცია ჩაინიშნა, რომლის ორგანიზატორები სტუდენტები არიან. 

"8 მარტს, 19:00 საათზე. 1 წელი მარტის მოვლენებიდან. ვიკრიბებით თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში
გავიხსენოთ შარშანდელი მოვლენები და კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმას რომ ჩვენ ეს შევძელით
რუსული კანონის გაწვევა და კანდიდატის სტატუსი ქართველი ხალხის მონაპოვარია, " -  წერენ აქციის ორგანიზატორები. 

შეგახსენებთ, 2023 წლის მარტში მოსახლეობა რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდა. მძლავრი სამოქალაქო პროტესტის შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა კანონპროექტი გაეწვია.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი