სკანდალი რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ | ამირან გამყრელიძე ყოფილი პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის გეგმებს აკრიტიკებს

გამოქვეყნდა:

არასწორად გათვლილი ფინანსური ხარჯები, ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი პროექტი და მოუმზადებელი წინადადება - ყოფილი პრემიერის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ასევე ყოფილ გეგმებს ამირან გამყრელიძე აკრიტიკებს.

საუბარია რესპუბლიკურ საავადმყოფოს სკანდალზე - რა ბედი ელის კლინიკას საბოლოოდ, როდის დაიწყება ახალი კორპუსის მშენებლობა, დადგება თუ არა დღის წესრიგში ძველი შენობის დემონტაჟის საკითხი - მედიკოსებისთვის დეტალები უცნობია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გეგმები მოუმზადებელი იყო. 

"მივესალმები მხოლოდ ამ გადაწყვეტილებას, რომ შეჩერდა მისი დემონტაჟი და იქნება მეტი კომუნიკაცია როგორც თანამშრომლებთან, ისე სამედიცინო საზოგადოებასთან. რესპუბლიკურის ამ უმნიშვნელოვანესი სამედიცინო დაწესებულების ქვეყნისთვის, მომავალ წელს ჩვენ ვერაფერს ვერ... პროექტი არ გვინახავს, ქალბატონო, სურათები იყო რაც მე ვნახე, პროექტი მე არ მინახავს და მხოლოდ ციფრები ნათქვამი, რომ დაჯდება ამდენი. თქვა, რომ 500 საწოლზე ახალ საავადმყოფოზე 400 მილიონი ლარიდან... საუნივერსიტეტო კლინიკების ერთი საწოლის ღირებულება რა არის და ნახავთ თქვენც. ჩემი ქვეყნის შვილი ვარ, ამ დარგის პატრიოტი, ამ საავადმყოფოს ძალიან გულმხურვალე პატრიოტი და ყოველთვის ვისაც დააინტერესებს ხოლმე ჩემი მოსაზრებები, პრობლემა არ არის, რეკომენდაციებს ხშირად გავცემ. რეზპუბლიკურის ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას სერიოზული დასავლური სტანდარტების საუნივერსიტეტო კამპუსი", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი