
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზაზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.