ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთთან მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია.
როგორც "მთავარ არხს " შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.