
ფეხბურთის თამაშის დროს სკოლის მოსწავლეებს შორის დაწყებული დაპირისპირება კიდევ უფრო დიდ ძალადობასა და არაადეკვატურობაში გადაიზარდა. თელავის სკოლაში ორ მოზარდს შორის ჩხუბის შემდეგ ერთ-ერთის დედამ შურისძიება გადაწყვიტა და მოძალადე ბავშვს ფიზიკურად გაუსწორდა. ამ ამბის გახმაურების შემდეგ სკოლაში პოლიცია და ჟურნალისტებიც მივიდნენ, მაგრამ ადმინისტრაციამ სრულიად არაადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღო. დირექციამ, რომელმაც ვერც ბავშვების ჩხუბი და ვერც მშობლის მხრიდან ძალადობა შეაჩერა კარი ჩაუკეტა მედიას, რომელიც ისტორიის დეტალების გარკვევას ცდილობდა.
ავტორი: ია გულიაშვილი