
სოფელ მარადიდის პროტესტი. რამდენიმე ასეული მოსახლე ხელისუფლებას და მშენებელ კომპანიას ტყულსა და უყურადღებობაში ადანაშულებს. ადგილობრივები ყვებიან, რომ წლებია ყოველდღიური საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ და მათი პრობლემები მდინარე ჭოროხზე ჰიდროელექტროსადგურის აშენებამ გაამწვავა. სახლების და საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვა აქ ფაქტობრივად ყოველკვირეული მოვლენაა და მოსახლეობას ეშინია, რომ მორიგი წყალმოვარდნა შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე მსხვერპლით დასრულდეს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე