თბილისის შემოვლით გზაზე სატვირთო ხრამში გადავარდა | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

თბილისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი სავალი გზიდან გადავარდა და ხრამში გადაიჩეხა, შედეგად კი სატვირთოს მძღოლი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, 7 მარტს, მოხდა.

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი