ადიგენში მუსლიმ მრევლს ლოცვის საშუალება არ მისცეს და დაემუქრნენ | დაპირისპირება ქალაქის ცენტრში

გამოქვეყნდა:

ფიზიკური დაპირისპირება ადიგენის ცენტრში მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის. პარასკევის ლოცვაზე შეკრებილ მუსლიმებს რამდენიმე ათეული მოქალაქე, მათ შორის სასულიერო პირები მიუვარდნენ და მუქარით მოითხოვდნენ ლოცვის შეწყვეტას და ტერიტორიის დატოვებას. ვითარება იმდენად გამწვავდა რომ ადგილზე პოლიციის ათობით თანამშრომლის გამოძახება გახდა საჭირო. სამართალდამცველებმა შეძლეს ფიზიკური დაპირისპირების აღკვეთა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ადგილობრივი ქრისტიანი სასულიერო პირები და მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს მუსლიმთა სასულიერო ცენტრის არსებობას სადაც მორწმუნეები პარასკევის ლოცვაზე იკრიბებიან. პრობლემის გადაჭრის საქმეში ჩართულია ხელისუფლებაც თუმცა უშედეგოდ.

მუსლიმი თემის წარმომადგენლები მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ორშაბათს შეხვდებიან. 

ვიდეოკადრები: TOK TV

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი