
ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ბორჯომში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოვლინდა. უწყების თქმით, სამართალდამრღვევს უკანონო სახერხი საამქრო ავტოფარეხში ჰქონდა დამონტაჟებული.
"ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, საამქროს ტერიტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 6 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) აღმოაჩინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, აღნიშნული სახერხი საამქრო დაილუქა. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე კი, ბორჯომის "საქმიან ეზოშია" გადატანილი.
ვინაიდან, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში," - ნათქვამია განცხადებაში.