გორში მეწყერსაშიში ზონა გაფართოვდა | რკინიგზის სადგურის დასახლებაში დახმარებას 20-მდე ოჯახი ითხოვს

გამოქვეყნდა:

გორში მეწყერსაშიში ზონა გაფართოვდა - რკინიგზის სადგურის დასახლებაში დახმარებას ახლა უკვე 20 ოჯახი ითხოვს. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ გეოლოგები და იდენტიფიცირებულია ის ოჯახები, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ.

მუნიციპალიტეტმა ისინი უკვე რამდენჯერმე გააფრთხილა და ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა. თუმცა, მერიის ამ წინადადებას ჯერ მხოლოდ ორი ოჯახი დათანხმდა. ამ დროისთვის ისინი ქირით გადაიყვანეს.

დანარჩენი ოჯახები კი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ რას აპირებს მას შემდეგ, რაც ისინი ქირით გადავლენ და დაიწყებენ თუ არა სამუშაოებს. თუმცა, ადგილობრივ ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი