"კორუმპირებულმა მერმა გამომიგზავნა თავისი ზონდერები, დამილეწეს ყველაფერი, ჩემს თანამშრომელზე იძალადეს" | ერთი კაცის პროტესტი ბათუმში

გამოქვეყნდა:

ერთი კაცის პროტესტი ზღვისპირა ქალაქში - ვაჟა თავართქილაძე ბათუმის მერისა და მოსამართლის დასჯას ითხოვს და ამბობს, რომ მოსამართლე 
ალექსანდრე გოგუაძემ მას კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვისა და გამოხატვის უფლება შეულახა.

შემთხვევა ბათუმში გასულ წელს მოხდა. მოქალაქემ საკუთარ ობიექტზე საპროტესტო ბანერი გამოაკრა, რის გამოც როგორც თავად ყვება, მერიის თანამშრომლები მიუვარდნენ, ბანერები ჩამოუხიეს და ობიექტის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მოსამართლემ კი პასუხისმგებლობა არა მერიის წარმომადგენლებს, არამედ ვაჟა თავართქილაძეს დააკისრა. ამ შემთხვევიდან რამდენიმე თვეში საპროტესტო ბანერები ისევ გამოჩნდა.

"კორუმპირებულმა და ზონდერმა მერმა გამომიგზავნა თავისი ზონდერი თანამშრომლები და მომაყენა მატერიალური-ფინანსური ზარალი, დამილეწა ყველაფერი და ამ დროს, როდესაც ჩემი თანამშრომელი ქალი შეეპასუხა რატომ ანგრევთ ამ ყველაფერსო და ცდილობდა გადაეღო ეს ყველაფერი, მისმა ზონდერებმა იძალადეს.

მან ასე რომ აგავწიოკა, დავუყენე ბანერი და ამ ბანერის გულიზა ეს რეკლამაა და აუშნოებს ძველი ბათუმის უბანსო, აიღო და 5 000 ლარი გამომიწერა ჯარიმა. მე ეს გავაპროტესტე სასამართლოში და იქ უღირსმა მოსამართლე დაეთანხმა ამ ჯარიმას. ეხლა მე ვიყენებ იმ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მონიჭებულ უფლებას და თავიდან ვაკრავ ამ პლაკატებს. ამიტომ, ვითხოვ მერის გადადგომას და ვითხოვ ტარიელ გოგიტიძის პასუხისგებაში მიცემას," - ამბობს თავართქილაძე.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი