უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართული ლეგიონის ინფორმაციით, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი ფრონტის ხაზზე, საბრძოლო დავალების შესრულების დროს დაიღუპნენ. პუტინის აგრესიას უკრაინაში, ბოლო 2 წელში უკვე 61 ქართველი მებრძოლი შეეწირა.