სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მილიონის უძრავი ქონება დააგროვა. სახლები ლისზე და საგურამოში, აგარაკი ბორჯომის ხეობაში. როგორ გამდიდრდა "ოცნების" მაღალჩინოსანი კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ტრაილერის მძღოლები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში შესაძლო კორუფციულ სქემებზე ალაპარაკდნენ და შესაძლო გარიგებებზე გამყრელიძე და მისი უახლოესი გარემოცვა ამხილეს.
მძღოლები ამბობენ, რომ ტვირთების გადაზიდვისთვის სპეციალურ ნებართვაში თანხას იხდიან, თუმცა ვის ჯიბეში მიდის ათასობით ლარი მათთვის გაუგებარია. "მთავარმა არხმა" შესაძლო კორუფციულ სქემებზე ექსპერიმენტი ჩაატარა. დამდგარი შედეგის შედეგ ეკონომიკის სამინისტრო იძულებული გახდა საქმეში შიდა აუდიტი ჩაერთო.