
მოტყუებული ონკოპაციენტები - მძიმე დაავადებასთან მებრძოლი ქალი ოჯახთან ერთად ემიგრაციიდან დააბრუნეს, თუმცა როგორ აპირებს სახელმწიფო მის მკურნალობს ახალგაზრდა ქალს პასუხი არ აქვს. კიდევ ერთმა პაციენტმა კი საქართველოში მკურნალობაზე უარი იმის გამო მიიღო, რომ მას სიმსივნე ჯერ მე-4 სტადიაში გადასული არ ჰქონდა და სახელმწიფო მკურნალობას ვერ დააფინანსებდა. არადა ონკოპაციენტი საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნდა, იმ იმედით რომ სახელმწიფოსგან საჭირო დაფინანსებას მიიღებდა; თუმცა უშედეგოდ.
რადგან მკურნალობის პროცესში თითოეული დღე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, ონკოპაციენტებს კიბოსთან ბრძოლა მარტო უწევთ, ქვეყანაში ამ მიმართულებით მკურნალობას რომ გამოწვევები აქვს, ამას ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილიც ადასტურებს.
ონკოპაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტებზე რომ შესაძლო კორუფციული სქემები მუშაობს, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაშვებულმა მინისტრმა დაწერა.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე