"ანტიევროპული ქმედება იყო...რიტორიკას არ შეცვლიან" | ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების 1 წლისთავზე

გამოქვეყნდა:

ქართველის ხალხის, ჯენზის თაობის, სტუდენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მტკიცე პროტესტი მმართველმა პარტიამ ვერ გატეხა. შედეგად ბიძინა ივანიშვილის გუნდს უკან დახევა მოუწია და პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონი უკან გაიწვია. ქართველის ხალხის ამ გაუტეხელმა და პრინციპულმა პროტესტმა ქვეყანას ევროპული მომავალი არ დაუკარგა და საქართველომ ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსი მიიღო. 1 წლის წინ ქართველმა ხალხმა ცივილიზებულ სამყაროს დაანახა, რომ საქართველოს არჩევანი ევროპაა და არა რუსული ტიპის მმართველობა. ჯენზის თაობა ვერც მხუთავმა აირმა და ვერც წყლის ჭავლმა გააჩერა. ქალი ევროკავშირის დროშით კი საქართველოს ევროპული მომავლის სიმბოლოდ იქცა.  

ოცნებამ უკან დაიხია, თუმცა ანტიევროპული პროპაგანდა და ქმედებები არ შეუწყვეტია. 

ოლიგარქიულმა რეჟიმმა გამოსავლის პოვნა ისევ პროპაგანდით ცადა და ახალგაზრდებს შორის დამნაშავის ძებნა დაიწყო. ასე აღმოჩნდა ლაზარე გრიგორიადისი  ხელისუფლებისთვის იდეალური მსხვერპლი.  

აუდიოჩანაწერი ლაზარემ მარტის აქციების წლისთავზე "მთავარ არხს" დედის ხელით გამოუგზავნა. 

"ანტიევროპული ქმედება იყო, არადემოკრატიული ნაბიჯი გადადგეს ხელისუფლების წევრებმა და მერე ზემოდან დაემატა ის, რომ გამოხატვის თავისუფლებაში ჩაერივნენ. სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყეს დარბევა... რიტორიკას ეგენი არ შეცვლიან, მაგათი ქმედებები არ იცვლება საბოლოო ჯამში. ახლა ბიძინა გამოჩნდა და კი იძახის, რომ ცოტა ხანში დააწყნარებს წინასაარჩევნოდ და მერე ისევ იგივე დაიწყება" ამბობს ლაზარე სატელეფონო კომენტარში.  

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი