თბილისში, მშენებარე კორპუსიდან სავარაუდოდ მუშა გადმოვარდა. ახალგაზრდა კაცი ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მე-10 სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
უბედური შემთხვევის ადგილს და მისამართს შეგნებულად არ ვასახელებთ.