
გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა - ციხისძირში მცხოვრები 34 წლის გია ქამადაძე ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. სოციალურად დაუცველ კაცს საცხოვრებელი სახლი არ აქვს. ის ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ყოფილი სკოლის შენობაში ცხოვრობს.
"ძალიან ცუდი ვითარება გვაქვს. ვითხოვ დახმარებას ხელისუფლებისგან, რომ ელემენტარული წვიმა ჩამოდის, როგორც გარეთ წვიმს, ისე წვიმს შიგნითაც და ვთხოვთ რაღაცას, სოციალურად დაუცველებისთვის, უსახლკაროებისთვის რაიმე თუ არსებობს დახმარება, რომ დაგვეხმარონ და გვერდზე დაგვიდგნენ და ყურადღება მოგვაქციონ და ჩათვალონ, რომ ჩვენც აქ ადამიანები ვცხოვრობთ... გაჩუმებულია ადგილობრივი ხელისუფლება, დუმს," - ამბობს ქამადაძე.