ბოდბელი ეპისკოპოსი ჟურნალისტებს ემუქრება და ქვეყნის მტრებს უწოდებს.
მორიგი შტურმი მედიაზე გავლენიანმა მღვდელმთავარმა ქადაგების დროს მიიტანა და თქვა, რომ კრიტიკული რეპორტაჟაებით, მედია ეკლესიას ებრძვის.
მეუფე იაკობი ამბობს, რომ ეკლესიასთან ბრძოლა "მტრების" დაკვეთაა, თუმცა ვინ არიან ეს მტრები - მღვდელმთავარი აღარ აკონკრეტებს:
აბა შეხედეთ როგორი ბრძოლაა ეკლესიის მისამართით? ხან იმას გამოჩხრიკავენ ვითომ ქონება, ხან ისა, მაგათ მაგი აინტერესებთ? აქ არის უშუალოდ ეკლესიის დამცირება უნდათ იმიტომ რომ არ ვიცი, შეკვეთაა ჩვენი მტერებისგან იმისთვის, რო იდენტობის მატარებელი აღარ დაგვრჩეს." ამბობს მეუფე იაკობი.
მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეკლესიისგან განსხვავებით სახელმწიფოს იურისდიქცია არ ვრცელდება. ამ განცხადებით კი მღვდელმთავარმა სავარაუდოდ ეკლესიის უპირატესობას გაუსვა ხაზი.
მე დიქტორებზე არ მაქვს საუბარი, რომ გამოდიან გოგონები და ბიჭები და გვესაუბრებიან, მე მაქვს იმათზე ვისიც არის ტელევიზიები, ვინც მართავს ტელევიზიებს. ჩვენ რა არ ვიცით რა ფულით სპონსორდებიან? რა ფული აქვთ? რატომ გვებრძვიან?- გვებრძვიან იმიტომ რომ ებრძვიან საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს.
ვინ არიან რო გამოდიან, რა გაუკეთებიათ? სათითაოდ დიქტორებს ხო არ მოვიკითხავთ? საცოდავია ვინც ფულის გამო აკეთებს მაგას და უფრო საცოდავია თუ მაგი წამს. იმიტომ, რომ ნებსით თუ უნებლიედ ჩვენი ქვეყნის მტრები გამოდიან. აუცილებლად დადგება დრო, ჩემი ერის დაჩაგვრას არავის ვაპატიებ, არც ჩემ ეკლესიაზე მასე შეტევას და ხო იცით მაგათ უკან ვინ დგას და მმართველები ვინ არიან? ეს გამიჭირდება სადმე შევხვდე მაგათ? მერე რა უნდა მითხრან და როგორ ხასიათით გამოვლენ, ჩანაწერსაც გავაკეთებ რას ილაპარაკებენ და მერე ნახონ მაგათმა" ამბობს მღვდელმთავარი ქადაგებისას
მეუფე იაკობი სხვა მღვდელმთავრებსაც საყვედურობს და მოუწოდებს "ხმა ამოიღონ"
"ჩვენმა მღვდელმთავრებმაც ხმა უნდა ამოიღონ, არ შეიძლება მე გამოვდიოდე და მე ვამბობდე სულ რაღაცას. ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. თავიანთი ადგილი უნდა ქონდეს ყველას. შეიძლება სიგარეტის გაყიდვით და კაზინოებით ნაშოვნი ჰქონდეს ფული და მე ჭკუას მასწავლიდეს?" ამბობს მეუფე იაკობი.