"ცხოვრება გაუსაძლისია, ყურადღებას არავინ არ გვაქცევს" | ფოთში მოსახლეობა მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

ფოთში, ქალაქის ცენტრალურ უბანში, მოსახლეობა მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს, რომელიც ადგილობრივების საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ტერმინალში სახიფათო ნარჩენების გადამუშავება უნდა მოხდეს. სამეგრელოს ქუჩაზე მცხოვრებლები მოსალოდნელ საფრთხეებზე "მთავარ არხთან" საუბრობენ და მშენებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ.

"ცხოვრება გაუსაძლისია, მტვერი. ყურადღებას არავინ არ მაქცევს. მივმართე მერიას, მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არავისგან პასუხი არ მიმიღია. ტერმინალი მოსახლეობასთან საერთოდ როგორ უნდა გაშენდეს, ეს ერთი. მერე ნაყარი ტვირთის გადამუშავება პირდაპირ სიმსივნესთანაა დაკავშირებული...ჰაერის ჩასუნთქვით სასიკვდილო ზიანი ადგება ხალხს. ყურადღება ხომ უნდა მომაქციონ, მივმართე მთავრობას, კაციშვილი ყურადღებას არ მაქცევს," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ავტორი: დავით კობიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი