უამრავი ძაღლი ქუჩაში, რიგები ცოფის აცრაზე, შინაურ ცხოველებზე გახშირებული ძალადობა, და ეს ყველაფერი იმ ფონზე, რომ ცხოველთა მონიტორინგზე ბიუჯეტიდან უკვე დიდი ხანია იხარჯება სოლიდური თანხები. წესით, არსებული პრობლემები ახალ კანონპროექტს უნდა მოეგვარებინა, რომელზე მუშაობაც პარლამენტმა უკვე დაიწყო.
თუმცა სპეციალისტების აზრით, საქმე არც ისე მარტივადაა, და მთელი რიგი მიმართულებებით ახალი კანონი კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის. რასაც უფლებადამცველები ან სავარაუდო დაუდევრობით, ან ვიღაცის ინტერესებით ხსნიან. კითხვა კი, როგორ უნდა დავიცვათ შინაური ცხოველები, ან ვინ უნდა დაიცვას მოქალაქე იმისგან, რომ ქუჩაში მიტოვებული ძაღლების საკბილო არ გახდეს, ისევ პასუხგაუცემელი რჩება.